უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკის გახსნას დაესწრო

20 09 2017 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკის გახსნას დაესწრო
საზოგადოება
0

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკი „Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017“ საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

საერთაშორისო ბანაკი მიზნად ისახავს ინტერკულტურული მეგობრობის გაღრმავებას, არაფორმალური დიალოგისათვის პლატფორმის შექმნასა და ევროპული ღირებულებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.