უახლესი ამბები

საქართველოს მხატვართა კავშირში შეხვედრა გაიმართა

20 09 2017 | ავტორი: admin
საქართველოს მხატვართა კავშირში შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს მხატვართა კავშირში შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ლიტვის ქალაქ ანიქშიაიში დაგეგმილი დევნილი მხატვრების გამოფენის დეტალებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მხატვართა კავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

8 ოქტომბრის ჩათვლით, ლიტვის ქალაქ ანიქშიაის „ანგელოზის მუზეუმის“ ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 27 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენა ეძღვნება სოხუმის დაცემის დღეს 27 სექტემბერს და მისი სახელწოდებაა „27 სექტემბერი”.