საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარე საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზე აფხაზებს და ოსებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობა შესთავაზა.
„ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს. ამიტომ მინდა აქედან მივმართო ჩვენს ძმებს – აფხაზებს და ოსებს – თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და თანამონაწილე. მე მჯერა, რომ თქვენ ისარგებლებთ ყველა ამ სიკეთით – იქნება ეს ევროკავშირთან ბიზნესის კეთება, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.