უახლესი ამბები

ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მიმდინარეობს

25 09 2017 | ავტორი: admin
ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მიმდინარეობს
გარესამყარო
0

ერაყის ქურთისტანში დღეს ერაყის შემადგენლობიდან გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმი იმართება. პლებისციტით გადაწყდება, ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, თუ კვლავ ერაყის ავტონომიად დარჩება.

რეფერენდუმი ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის აღიარებულ საზღვრებს მიღმა, კირკუკის შემოგარენშიც ტარდება, რომელსაც ამჟამად ქურთული სამხედრო შენაერთი, „ფეშმერგა“ აკონტროლებს, თუმცა ოფიციალურად ბაღდადის დაქვემდებარებაშია.

ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ლიდერმა, მასუდბარზანიმ რეფერენდუმის ჩატარების თარიღი ზაფხულის დასაწყისში დაასახელა. რეფერენდუმს არაკონსტუტიციურად მიიჩნევს ერაყის ხელისუფლება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კი ერაყის ქურთისტანში რეფერენდუმის დღეს მოსალოდნელი არეულობის შესახებ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ სადავო ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.