უახლესი ამბები

ქაბულის აეროპორტზე განხორცილებულ იერიშზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო

27 09 2017 | ავტორი: admin
ქაბულის აეროპორტზე განხორცილებულ იერიშზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო
გარესამყარო
0

ქაბულის აეროპორტზე განხორცილებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს მთვარი სამიზნე, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი იყო.

აეროპორტზე თავდასხმა ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩასვლის შემდეგ განხორციელდა.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე რაკეტის აფეთქების შედეგად არავინ დაშვებულა. ამის შესახებ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

სარაკეტო იერიშის შემდეგ აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო და ევაკუაცია გამოცხადდა.

გავრცელებული ცნობით, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს.