უახლესი ამბები

ვლადიმერ პუტინი ვიზიტით თურქეთს ეწვია

29 09 2017 | ავტორი: admin
ვლადიმერ პუტინი ვიზიტით თურქეთს ეწვია
გარესამყარო
0

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველი პირების საუბრის მთავარი თემა სირიაში არსებული მდგომარეობა და ერაყში ჩატარებული რეფერენდუმი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, პუტინი და ერდოღანი ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრებენ.

პესკოვი ამბობს, რომ პუტინის თურქეთში ვიზიტს პრაგმატული მიზნები აქვს. ორი ქვეყნის ლიდერები ბოლოს ერთმანეთს ივლისის დასაწყისში გერმანიაში, დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდნენ.