უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

29 09 2017 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება
0

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრს” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და  ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბონდო მაკარაძე ესწრებოდნენ.