უახლესი ამბები

კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი

02 10 2017 | ავტორი: admin
კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი
პოლიტიკა
0

კატალონიის რეგიონულმა მთავრობის განცხადებით, კატალონიის დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეთა 90.1%-მა ხმა რეგიონის დამოუკიდებლობას მისცა. 

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიულეტენების დაახლოებით 95%-ია დათვლილი. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ე.წ. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 42,3% შეადგინა.

მანამდე კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუიჩდემონმა განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმის შედეგად, კატალონიის მოსახლეობამ მოიპოვა უფლება, ჰქონდეთ საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბარსელონისა და სხვა ქალაქების ქუჩებში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი წარმატებით ჩატარდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ საგანგებო განცხადებით მიმართა ესპანეთის მოსახლეობას. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიის რეგიონული მთავრობის მიერ ორგანიზებული ე.წ. რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია.

კატალონიის დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმი რამდენიმე საათის წინ დასრულდა. რეგიონის მასშტაბით სულ 2315 უბანი იყო მოწყობილი, თუმცა პოლიციამ 312 მათგანის დახურვა, ზოგიერთი უბნიდან კი დოკუმენტების ამოღება შეძლო.

შეტაკებების შედეგად შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.