ლას-ვეგასში კანტრის ფესტივალის მიმდინარეობისას შეიარაღებულმა უცნობმა პირმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი შერიფის განცხადებით, სროლისას დაიღუპა 50-ზე მეტი და დაშავდა 200-მდე ადამიანი. მსროლელის ლიკვიდაცია სპეცოპერაციისას განხორციელდა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმისას დაღუპულად ითვლებოდა 20, ხოლო დაშავებულად 100-მდე ადამიანი. ამგვარად, ლას-ვეგასში მომხდარი სროლა დაღუპულთა რაოდენობით აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი გამოდგა.