უახლესი ამბები

კატალონიის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

04 10 2017 | ავტორი: admin
კატალონიის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
გარესამყარო
0

კატალონიის პოლიციის უფროსი ხოსეპ ლუის ტრაპერო სასამართლოს წინაშე წარდგება. ის ამბოხისკენ მოწოდებაშია ეჭვმიტანილი.

ტრაპერომ სასამართლოს უნდა მისცეს ჩვენება, 20-21 სექტემბერს კატალონიის ეკონომიკის დეპარტამენტში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამ დროს შენობაში ჩხრეკას ესპანეთის ეროვნული გვარდია ატარებდა.

ამავე დროს შენობის წინ იმართებოდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ადგილობრივი მთავრობის წევრების დაცვას ცდილობდნენ. სასამართლოს პრესსპიკერმა განაცხადა, კატალონიელმა

სამართლადამცველებმა მომიტინგეების შესაჩერებლად არაფერი გააკეთეს და შესაბამისად სამსახურებრივი მოვალეობები სათანადოდ არ შეასრულეს.

კატალონიის პოლიციის უფროსის გარდა, ამავე საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში დაიბარეს კიდევ 3 ეჭვმიტანილი. მათ შორის კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ორი სამოქალქო მოძროაბის ლიდერებიც არიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილებს, შესაძლოა 15 წლამდე პატიმრობა დაემუქროთ.