უახლესი ამბები

კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება დროებით გადაიდო

11 10 2017 | ავტორი: admin
კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება დროებით გადაიდო
გარესამყარო
0

კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ხელი მოაწერეს დეკლერაციას ე.წ დამოკიდებლობის შესახებ, თუმცა მისი იმპლემენტაცია დროებით გადადებულია. 

დოკუმენტის ხელმოწერამდე კარლეს პუჩდემონმა ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, პირველად მიმართა პარლამენტს, სადაც მისივე ადრინდელი განცხადებებიდან გამომდინარე დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სიტყვით გამოსვლის დროს პუიჩდემონმა პარლამენტს სთხოვა, დროებით გადაედო დამოუკიდებლობის გამოცხადება და დაეწყო დიალოგი მადრიდთან.

ესპანეთის მთავრობა კი ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ დიალოგის მომხრე არ არის. მადრიდში მიაჩნიათ, რომ რეფერენდუმი, რომელიც პირველ ოქტომბერს კატალონიაში ჩატარდა, არაკონსტიტუციური იყო. 

კატალონიის პარლამენტში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, ესპანეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც დღეს უნდა ჩატარდეს.