უახლესი ამბები

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენცია გაიხსნა

12 10 2017 | ავტორი: admin
ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენცია გაიხსნა
პოლიტიკა
0

ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენცია გაიხსნა.  

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გახსნა, რომელიც ამ წუთებში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მინისტრის შემდეგ, მონაწილეებს სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიმართავენ.

საპანელო განხილვები შეეხება შემდეგ თემებს:  ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები და ევროპული უსაფრთხოების მომავალი.

კონფერენცია  გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც  ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა  და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.

კონფერენციის მიზანია, არსებულ დინამიურ გარემოსთან საპასუხო ნაბიჯების გააზრება, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ რეგიონის მნიშვნელობაზე მსჯელობა.