უახლესი ამბები

დონალდ ტრამპი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

14 10 2017 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპი ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანთან მიმართებით ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს და მასთან ბირთვული შეთანხმება ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაწყდეს. 

ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანის დიქტატურა“ მსოფლიოში ტერორიზმის მთავარ დამფინანსებლად რჩება. 

„ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ დამატებით ფინანსურ სანქციებს შემოვიღებთ“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირმა. 

ამასთან, ტრამპმა მოუწოდა პარტნიორებს, შეუერთდნენ ირანის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის ინიციატივას.