უახლესი ამბები

უკრაინას ევრობასკეტი 2015-ის მასპინძლობის უფლება ოფიციალურად ჩამოერთვა

13 06 2014 | ავტორი: admin
უკრაინას ევრობასკეტი 2015-ის მასპინძლობის უფლება ოფიციალურად ჩამოერთვა
პოლიტიკა
0

უკრაინას ოფიციალურად ჩამოერთვა 2015 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, ნათქვამია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპული განყოფილების განცხადებაში.

ასეთი გადაწყვეტილება საორგანიზაციო საბჭომ მიიღო. ევრობასკეტი 2015-ის ჩატარების ახალი ადგილი მოგვიანებით დასახელდება.

მედიის ინფორმაციით, ჩემპიონატის გადატანის მიზეზი უკრაინაში არსებული არასტაბილური სიტუაცია გახდა.

ტურნირის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ევრობასკეტის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

მომზადებულია BBC Russiaმასალებზედაყრდნობით Abkhazia Newsსთვის