უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია თბილისის მერის დავით ნარმანიას საანგარიშო პრეზენტაციას დაესწრო

10 11 2017 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია თბილისის მერის დავით ნარმანიას საანგარიშო პრეზენტაციას დაესწრო
პოლიტიკა
0

საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ დავით ნარმანიამ  2014-2017 წლების მუშაობა შეაჯამა. თბილისის მერმა 2014 წლის აგვისტოდან დღემდე მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, მოქალაქეთა მომსახურების სფეროში დანერგილ სიახლეებზე, საბავშვო ბაღების რეფორმაზე, დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

დავით ნარმანიამ საქმიანობის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ახალი ტფილისი“, რომელიც თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, აღდგენა-რესტავრირებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შეიქმნა.

პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქალაქ თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.