უახლესი ამბები

კოსტა-რიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

13 11 2017 | ავტორი: admin
კოსტა-რიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
გარესამყარო
0

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეს სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა.

აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, ცუნამის საფრთხე არ ფიქსირდება.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.​

ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ სან-ხოსედან 69 კილომეტრის მანძილში იყო. ბიძგები 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.