უახლესი ამბები

ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

13 11 2017 | ავტორი: admin
ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

ირანი-ერაყის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი  მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 200 კაცს გადააჭარბა. დაშავებულთა რაოდენობა კი 1700-მდეა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,3 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი ერაყის ქურთისტანის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ჰალაბჯასთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითში.

ყველაზე მეტად სტიქიამ ირანის ქირმანშაჰის პროვინცია დააზარალა.