უახლესი ამბები

საქართველოს მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა

13 11 2017 | ავტორი: admin
საქართველოს მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა
პოლიტიკა
0

საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატი და ის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროს, ხოლო სპორტის ნაწილი კი კულტურის სამინისტროს შეუერთდა,  ენერგეტიკის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან გაერთიანდა.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.

საქართველოს მთავრობას, საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება.