უახლესი ამბები

ნიგერიაში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

16 11 2017 | ავტორი: admin
ნიგერიაში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

ოთხი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა და უფრო მეტი დაშავდა ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ, ასაფეთქებლები მუნასმხარეში გაააქტიურეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სამართალდამცავებს ეჭვი ბოკო ჰარამზე აქვთ. ბოლო დროს მაიდუგურზე იერიშები სწორედ მათ მიაქვთ და ქალ ტერორისტებსაც ხშირად ისინი იყენებენ.

პირველი აფეთქება, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა ადამიანების ჯგუფის სიახლოვეს, რომლებიც საღამოს ლოცვას კითხულობდნენ. მეორე ტერორისტმა თავი საცხოვრებელ სახლში აიფეთქა, დანარჩენმა ორმა კი მანამ სანამ სამიზნეს მიაღწევდნენ.

ბოკო ჰარამი ისლამური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად 2009 წლიდან იბრძვის.