უახლესი ამბები

ციალა ნებიერიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა

20 11 2017 | ავტორი: admin
ციალა ნებიერიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა
საზოგადოება
0

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ციალა ნებიერიძეს, საქართველოს ერთიანობისა და დამოკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსნოვნის უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიებების მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

ციალა ნებიერიძე საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია „100 ქართველი ქალის“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრია. მისი ინიციატივით, ყოველწლიურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება, მათ შორის აღსანიშნავია აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი“.