უახლესი ამბები

უახლოეს პერიოდში საბერძნეთში თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი შედგება

24 11 2017 | ავტორი: admin
უახლოეს პერიოდში საბერძნეთში თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი შედგება
გარესამყარო
0

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს ეწვევა.

ეს პირველი შემთხვევა იქნება ბოლო 65 წლის განმავლობაში, როდესაც თურქეთის ლიდერი მეზობელ სახელმწიფოში ჩავა. თუმცა, ამ ეტაპზე ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია.

ვიცე-პრემიერის ჰაკან ჩავუშოღლუს განცხადებით, სტუმრობის მიზანს თურქეთსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება წარმოადგენს.

ბერძნული მხარის ინფორმაციით, ერდოღანის ვიზიტი სავარაუდოდ ნოემბრის მიწურულს, ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყანა ორმხრივ მოლაპარაკებებს უკვე ექვს თვეში ერთხელ გამართავს.

თურქი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ თებერვალში დაგეგმილია კიდევ ერთი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც უკვე თესალონიკში გაიმართება. მხარეები სამ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავენ. მათ შორის არის საბორნე მიმოსვლა თესალონიკსა და იზმირის პროვინციას შორის, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა სტამბოლსა და თესალონიკს შორის და სასაზღვრო ხიდი თურქეთის იფსალასა და საბერძნეთის ქიფოის შორის.

თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთს უკანასკნელად 1952 ეწვია. 

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობა კვიპროსზე შეჭრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც თურქეთის შეიარაღებულმა ჯარებმა კუნძულის ერთი მესამედის ოკუპაცია განახორციელეს. ბოლო პერიოდში კი მხარეებს შორის უთანხმოება თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნიდან გაქცეული ჯარისკაცების ექსტრადირებაზე საბერძნეთის უარმაც გაამწვავა.