უახლესი ამბები

სუს-მა სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის გარდაცვალება დაადასტურა

01 12 2017 | ავტორი: admin
სუს-მა სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის გარდაცვალება დაადასტურა
საქართველო და გარესამყარო
0

სუს-მა სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევის გარდაცვალება დაადასტურა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მოგაწოდოთ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.