უახლესი ამბები

საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის ავარიას 4 მოზარდი ემსხვერპლა

15 12 2017 | ავტორი: admin
საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის ავარიას 4 მოზარდი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახებას ოთხი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაზიანებები მიიღო კიდევ 19-მა ადამიანმა, მათგან შვიდის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ავტობუსში მყოფი მოსწავლეების ასაკი 8-დან 15 წლამდეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახება პერპინიანსა და ვილფრანშ-დე-კონფლენტს შორის არსებულ მონაკვეთზე მოხდა.