ქართველი ნათია თოდუა „The Voice of Germany“-ს გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი, ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი „The Voice of Germany“ ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
გამარჯვების შემდეგ ნათია თოდუამ ფინალური სიმღერა „The Voice of Germany“-ს სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა.