უახლესი ამბები

კატალონიაში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

21 12 2017 | ავტორი: admin
კატალონიაში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს
გარესამყარო
0

კატალონიაში, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მას შემდეგ დანიშნა, რაც ავტონომიის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა.

პარლამენტში 135 ადგილისთვის ორმოცამდე პოლიტიკური პარტია და გაერთიანება იბრძვის.

რიგი პოლიტიკური პარტიები მხარს უჭერენ ესპანეთისგან გამოყოფას, ხოლო ნაწილი ამის წინააღმდეგია.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში ბელგიაში მყოფი კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონიც მონაწილეობს.