უახლესი ამბები

კატალონიის რიგგარეშე არჩევნებში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს

22 12 2017 | ავტორი: admin
კატალონიის რიგგარეშე არჩევნებში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს
გარესამყარო
0

კატალონიის რიგგარეშე არჩევნებში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გამარჯვება მოიპოვეს და პარლამენტში უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილი.

დათვლილია ხმების 84%-ზე მეტი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კარლეს პუჩდემონის პარტიამ „Together for Catalonia“ პარლამენტში 34 ადგილი მიიღო, დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ, რომლის ლიდერიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ორიოლ ხუნკერასია და ამჟამად ესტრემერის ციხეში იმყოფება, 32 ადგილი მოიპოვა პარლამენტში.

„Esquerra Republica“-ს ლიდერი საარჩევნო კამპანიაში ესტრემერას ციხიდან იყო ჩართული. „Together For Catalonia“-ის ლიდერი ბელგიიდან მოუწოდებდა ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ და აქტიურობისკენ.

საერთო ჯამში, დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკური ძალები პარლამენტში უმრავლესობით შესვლის მანდატი მიიღეს. მოქალაქეთა პარტიამ ხმების 43,05% ,  36 ადგილი მიიღო და ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა გახდა.

კატალონიის პარლამენტში 135 წევრია. წინასწარი მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტები მცირე უპირატესობით ლიდერობდნენ. თუმცა არჩევნების შედეგების თანახმად, კარლეს პუჩდემონი კატალონიის ყოფილი ლიდერი, რომელიც ამჟამად ბელგიაში იმყოფება, კატალონიის ხელისუფლებაში ბრუნდება. საარჩევნო კამპანიის დროს, მან ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში კატალონიაში დაბრუნების პირობა მისცა. ესპანეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ესპანეთში დაბრუნებისთანავე დაპატიმრება ემუქრება.