უახლესი ამბები

გვატემალამ საკუთარი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო

25 12 2017 | ავტორი: admin
გვატემალამ საკუთარი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
გარესამყარო
0

გვატემალის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ისრაელში გვატემალის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.

განცხადებაში, რომელიც მორალესმა „Facebook“-ის გვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მან ეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

გვატემალა ერთ-ერთი იყო იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-სთან ერთად, იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

აშშ გვატემალის მნიშვნელოვანი დონორია. მანამდე დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე მათ წინააღმდეგ მისცემდა ხმას, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.