უახლესი ამბები

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა

22 12 2017 | ავტორი: admin
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: ჯემალ შონია – პოეტური კრებულისათვის „წაუკითხავი“,  ნანა ქარდავა – წიგნისათვის „სოხუმში, უსახელო ქუჩაზე“, აზა ბასლანძე – საბავშვო ლექსების კრებულების სერიისათვის: „მომღერალი ფერები“, „თეთრი ღრუბლები“, „ოქროს თევზი“ და  „მხიარული ფიქრები“.

დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია ესწრებოდნენ.