უახლესი ამბები

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

25 12 2017 | ავტორი: admin
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია
გარესამყარო
0

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

სარქისიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ​ი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი საგანელიძე დახვდნენ.

სერჟ სარქისიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან – პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.