უახლესი ამბები

კატალონიის ახალარჩეული პარლამენტი მუშაობას იანვრის მეორე ნახევარში დაიწყებს

04 01 2018 | ავტორი: admin
კატალონიის ახალარჩეული პარლამენტი მუშაობას იანვრის მეორე ნახევარში დაიწყებს
გარესამყარო
0

კატალონიის ახალარჩეული პარლამენტი მუშაობას იანვრის მეორე ნახევარში დაიწყებს. პირველი სხდომის გამართვა 2018 წლის 17 იანვარს იგეგმება. სხდომაზე საკანონმდებლო ორგანომ სპიკერი უნდა აირჩიოს, რასაც მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკების დაწყება მოჰყვება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი მთავრობა პოლიტიკურ კრიზისს არ გააღრმავებს, მათი ნაბიჯები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოვა, დაიცავს კანონის უზენაესობას, იმუშავებს კატალონიის საკეთილდღეოდ და გამართავს კონსტრუქციულ დიალოგს ესპანეთის ხელისუფლებასთან.

კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში კატალონიის დამოკიდებლობის მომხრე პარტიების ბლოკი უმრავლესობით მოვიდა და მათ 135 წევრიან პარლამენტში 70 წევრი ეყოლებათ. პარლამენტში მოხვედრილი რვა პოლიტიკოსიდან ნაწილი ბელგიაში იმყოფება და ნაწილი მადრიდთან ახლოს მდებარე ციხეში. კარლეს პუჩდემონს ესპანეთის ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში დაკავება ელის.

პრომადრიდულმა პარტიამ კატალონიის პარლამენტში 37 ადგილი მიიღო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მთავარი ოპოზიური ძალის ხელმძღვანელთან დიალოგის დაწყებაზე მზადყოფნას გამოთქვამს.