უახლესი ამბები

ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე იმსჯელებენ

05 01 2018 | ავტორი: admin
ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე იმსჯელებენ
გარესამყარო
0

ირანში შექმნილ ვითარებაზე გაეროს  უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ. სხდომა აშშ-ის ინიციატივით დღეს გაიმართება.

ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა თეირანი და ირანის ხელისუფლებას „სასტიკიდაკორუმპირებული“ უწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტში ირანის მთავრობის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალ9ს გამოყენება მკაცრად დაგმეს.
ირანის საკითხის გაეროს უშიშროების სხდომაზე განხილვის წინააღმდეგ რუსეთი გამოდის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა აშშ-ის ინიციატივას „მავნებლური და დესტრუქციული“ უწოდა.
ირანში საპროტესტო აქციები პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით კი ანტისამთავრობო მიტინგებში გადაიზარდა, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტის და ირანის სულიერი ლიდერის გადადგომას ითხოვდნენ. აქციების დროს შეტაკებას 20 ადამიანი ემსხვერპლა.

3 იანვარს, ირანის მთავრობამ „ამბოხი“ დასრულებულად გამოაცხადა და მომხდარში „უცხოელი მტრები“ დაადანაშაულა.