უახლესი ამბები

სირიის ქალაქ იდლიბში აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

08 01 2018 | ავტორი: admin
სირიის ქალაქ იდლიბში აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გარესამყარო
0

სირიის ქალაქ იდლიბში აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაიჭრა. დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოსახლეობაცაა. ამის შესახებ ინფორმაციას ომის მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, აფეთქების სამიზნე იდლიბში მეამბოხეების სათავო ოფისი იყო.

იდლიბის პროვინცია სირიაში მეამბოხეების დასაყრდენია. ის თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში.