უახლესი ამბები

თურქეთში ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

12 01 2018 | ავტორი: admin
თურქეთში ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს
გარესამყარო
0

თურქული სააგენტო „Anadolu“-ს ინფორმაციით, სტამბოლში ჩატარებული რეიდების დროს თურქეთის პოლიციამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლის 12 რაიონში ჩატარდა.

სხვადასხვა მისამართზე ჩხრეკის დროს ამოღებულია ციფრული მასალები და დოკუმენტები.

ეჭვმიტანილებს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ბრალი წაუყენეს.

დაკავებულებს ტერორისტული აქტის მომზადებაშიც ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ვანის პროვინციაში პატიმრობა შეუფარდეს ტერორიზმში ეჭვმიტანილ შვიდ პირს, რომლებიც 2017 წლის 28 დეკემბერს დააკავეს.