უახლესი ამბები

ცენტრალურ კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევისას 10 მუშა დაიღუპა

16 01 2018 | ავტორი: admin
ცენტრალურ კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევისას 10 მუშა დაიღუპა
გარესამყარო
0

ცენტრალურ კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევისას 10 მუშა დაიღუპა.

446 მეტრის სიგრძის კონსტრუქცია, რომლის გახსნაც მარტში იყო დაგეგმილი, მთავარ ავტომაგისტრალს დედაქალაქ ბოგოტასთან დააკავშირებს.დაღუპული ათივე ადამიანი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ისინი 280 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდნენ. მათგან 9 ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინციდენტი ბოგოტადან 95 კილომეტრში მოხდა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მუშა, ხოლო 11-ს ამ დრომდე ეძებენ.