უახლესი ამბები

მაჰმუდ აბასმა ევროკავშირს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა

22 01 2018 | ავტორი: admin
მაჰმუდ აბასმა ევროკავშირს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა
გარესამყარო
0

მაჰმუდ აბასმა ევროკავშირს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რიად ალ-მალკიმ ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მალკისთქმით, ბრიუსელში ვიზიტისას მაჰმუდ აბასი კიდევ ერთხელ ისაუბრებს სამშვიდობო პროცესის აუცილებლობაზე.

„France Press“-ის ინფორმაციით, დღეს პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართავს. დიპლომატები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე აღიარების საკითხი განხილული არ იქნება და მთავარი აქცენტი შესაძლოა ევროკავშირსა და პალესტინის ადმინისტრაციას შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე გაკეთდეს.

მაჰმუდ აბასის ევროპაში ვიზიტი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ახლო აღმოსავლეთში ყოფნას ემთხვევა. პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ პენსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. უთანხმოების საფუძველი აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებაა, რასაც არაბები აპროტესტებენ.