უახლესი ამბები

აშშ-ში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

23 01 2018 | ავტორი: admin
აშშ-ში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გარესამყარო
0

აშშ-ში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ალისკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იგრძნობოდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ცუნამის წარმოშობის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

კერძოდ კი, სტიქიის ზონაში ბრიტანეთის კოლუმბიისა და ალასკის სანაპირო ზოლი ხვდება. გაფრთხილება ასევე ეხება ჰავაისაც, სადაც ცუნამის პირველ ტალღებს, ადგილობრივი დროით 4:26 საათისთვის ელოდებიან.

გეოლოგიურ სამსახურში განმარტავენ, რომ ცუნამი შესაძლოა, სტიქიის ეპიცენტრიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ მანძილზეც კი დამანგრეველი აღმოჩნდეს.

სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ქალაქ კოდიაკიდან 280 კილომეტრის დაშორებით, 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.