უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კორპორაცია „BREEZE“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

24 01 2018 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კორპორაცია „BREEZE“-ს წარმომადგენლებს შეხვდა
გარესამყარო
0

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს და კორპორაცია „BREEZE“-ს ხელმძღვანელებს ბატონ კუმორს და იუსტინა ჩუდრის შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ხელმძღვანელი ალუ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე, განხორცილებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის „სსიპ“ – ების სხვადასხვა პროექტებში აქტიურ ჩართულობას, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ორგანიზაციები საქართველოში გეგმავენ.

„შეხვედრა საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო, შედეგზე რომელიც მიზნად ისახავს წარმატებულ ბიზნეს პროექტებში დევნილი მოსახლეობის აქტივის გამოყენებას, რასაც მივესალმები და მომავალშიც მაქსიმალურად მხარს დავუჭერ“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.