უახლესი ამბები

საულ ნიისტო ფ​​ინეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

29 01 2018 | ავტორი: admin
საულ ნიისტო ფ​​ინეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
გარესამყარო
0

ფ​​ინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით საულ ნიისტო დაიკავებს.

საულ ნიისტომ ამომრჩეველთა 62.7%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მის მთავარ მოწინააღმდეგეს მწვანეთა პარტიიდან პეკა ჰაავისტოს კი მხოლოდ ხმათა 12.4% ერგო.

69 წლის ნიისტო, რომელიც პროფესიით ფინანსისტია, ფინეთის პრეზიდენტი 2012 წლიდან არის. ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნებში ის დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა.