უახლესი ამბები

ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა

29 01 2018 | ავტორი: admin
ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა
გარესამყარო
0

სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის ამ დროისთვის ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სამხედრო აკადემიასთან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, იერიშის სამიზნე მარშალ ფაჰიმის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტია. ცეცხლი გამთენიისას გახსნეს.

ინციდენტს წინ უძღოდა ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე სისხლიანი აფეთქება, როდესაც ქაბულში დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანა აფეთქდა, რასაც სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო დროს ქვეყანაში ტერაქტებს „ისლამური სახელმწიფო“ და „თალიბანი“ აწყობენ.

სასწრაფო დახმარების მანქანის აფეთქებამდე ერთი კვირით ადრე კი ქაბულში სასტუმროს დაესხნენ თავს, რასაც 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმეტესობა უცხოელი იყო. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.