უახლესი ამბები

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა

30 01 2018 | ავტორი: admin
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა
საზოგადოება
0

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.
გასულ წელს მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელიც შემოდგომაზე დასრულდა.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მეტრო „ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები, ტურნიკეტები და მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩააატარა, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.