უახლესი ამბები

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 70%-ს ჩამოცდა

01 02 2018 | ავტორი: admin
ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 70%-ს ჩამოცდა
გარესამყარო
0

ვლადიმერ პუტინის ელექტორალური რეიტინგი მისი საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ პირველად ჩამოცდა 70%-იან ზღვარს. ინფორმაციას რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

თუ დეკემბრის შუა რიცხვებში გამოკითხულთა 74% მზად იყო,  პუტინისთვის ხმა მიეცა, ახლა ეს რიცხვი 69%-მდე დაეცა.

გამოკითხვა 26-28 იანვრის პერიოდში ჩატარდა.

პუტინის შტაბში პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნის მიზეზს ვერ ხსნიან.