უახლესი ამბები

ტაივანში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

07 02 2018 | ავტორი: admin
ტაივანში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გარესამყარო
0

ტაივანში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰუალიენში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ სასტუმროს შენობის ნგრევა გამოიწვია.

მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.