საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოციალურ ქსელ „Twitter“-ში მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.
„სერიოზულად შეშფოთებული ვარ საქართველოში, სამხრეთ ოსეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბატონი ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს მიმდინარე გამოძიებას და აგრძელებს საქართველოში მშვიდობის დამყარებისა და კონფლიქტის მოგვარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია იანოშ ჰერმანის წერილში.