უახლესი ამბები

ვაშინგტონში ისრაელის პრემიერისა და გვატემალის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

05 03 2018 | ავტორი: admin
ვაშინგტონში ისრაელის პრემიერისა და გვატემალის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა
გარესამყარო
0

ვაშინგტონში ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის ყოველწლიურ შეკრებაზე, ისრაელის პრემიერისა და გვატემალის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გვატემალის პრეზიდენტ ჯიმი მორალესს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გასული წლის დეკემბერში მორალესმა განაცხადა, რომ გვატემალის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაჰქონდა. მისი ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე. ამ აღიარებამ თავდაყირა დააყენა წლების განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართ და არაბული სამყაროსა და დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია.