უახლესი ამბები

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული პირები დააკავეს

06 03 2018 | ავტორი: admin
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული პირები დააკავეს
გარესამყარო
0

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ოთხი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი აშშ-ის საელჩოზე აპირებდნენ თავდასხმას.

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქალაქ სამსუნში ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ერაყის მოქალაქეები არიან და კონფლიქტურ ზონებთან ჰქონდათ კონტაქტი.

ანკარის პროკურატურამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობის ბრალდებით საერთო ჯამში 20 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.