უახლესი ამბები

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

06 03 2018 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ საელჩოს გახსნის ცერემონიაზე ისრაელში ჩასვლის საკითხს განიხილავს.

ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

„ეს ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში ემახსოვრება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას.

ლიდერებმა მოლაპარაკებები გამართეს ირანის წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის შესახებ, თუმცა კვლავ მიუღწეველი რჩება ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგები.

ნეთანიაჰუ ისრაელში კორუფციული დარღვევების საქმეზე გამოძიების საგანია. ეს კი მის პოლიტიკურ კარიერას ეჭვქვეშ აყენებს. შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ მისი ყოფილი პრესსპიკერი სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმე იქნება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.