უახლესი ამბები

კუბაში ეროვნული ასამბლეის არჩევნები ჩატარდა

12 03 2018 | ავტორი: admin
კუბაში ეროვნული ასამბლეის არჩევნები ჩატარდა
გარესამყარო
0

კუბაში ეროვნული ასამბლეის არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები 11 მარტს ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა. მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 18:00 საათამდე შეეძლოთ.

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი და თვითმმართველობის ორგანოები ხუთი წლის ვადით აირჩევა.

ქვეყანაში ერთადერთი ოფიციალური პოლიტიკური ორგანიზაცია კუბის კომუნისტური პარტიაა.

 

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2018 წლის 19 აპრილს გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს – სახელმწიფო საბჭოს 31 წევრს აირჩევენ. ამის შემდეგ საბჭო თავმჯდომარეს დანიშნავს, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური იქნება. 2008 წლიდან ამ თანამდებობას რაულ კასტრო იკავებს, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე უფროსი ძმა, კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო შეცვალა.