უახლესი ამბები

საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

13 03 2018 | ავტორი: admin
საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში ჩასვლა უკვე უვიზოდ შეუძლიათ. შესაბამისი ინფორმაცია სერბეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტს ხელი 7 მარტს, ბელგრადში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის დროს მოეწერა.

8 მარტს დოკუმენტი სერბეთის მთავრობამ დაამტკიცა. ამის შემდეგ ის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

საქართველოს მოქალაქეებს სერბეთში უვიზოდ ყოფნა 30 დღემდე პერიოდით შეუძლიათ.