უახლესი ამბები

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს

14 03 2018 | ავტორი: admin
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს
გარესამყარო
0

ანგელა მერკელი კიდევ ერთი ვადით გერმანიის კანცლერად აირჩიეს. მას სამას სამოცდაოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახალ კოალიციურ მთავრობაში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, მათი მოკავშირე ქრისტიან-სოციალისტები და სოციალ-დემოკრატები შევლენ. შეთანხმების მიხედვით, სოციალ-დემოკრატები ექვს სამინისტროს გადაიბარებენ.