უახლესი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სკულპტურული მემორიალი – „საქართველოსთვის“ ყვავილებით შეამკო

16 03 2018 | ავტორი: admin
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სკულპტურული მემორიალი – „საქართველოსთვის“ ყვავილებით შეამკო
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ სკულპტურული მემორიალი – „საქართველოსთვის“ ყვავილებით შეამკეს.

მემორიალთან ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლისა და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.